ყველა პუბლიკაცია

თემატიკურ მიმართულებებში


პროექტის ხელმძღვანელობა

  Ednar Mgeladze (Edi Line)
პროექტის მენეჯერი

მირზა მგელაძე (mirza)
ადმინისტრატორი (WM)

თინათინ ჟღენტი (tiko)
მთავარი რედაქტორი


RSS(გამოწერა)

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
"იცი"


კოაბიტაცია თუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტი?

საპატრიარქოგასულ ღამით საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გახდა საქართველოს მოსახლეობა და იგი არც საერთაშორისო საზოგადოებას გამორჩა ყურადღებიდან. საპატრიარქოში ერთ სავარძელში გვერდი გვერდ იჯდნენ და რამოდენიმე საათის განმავლობაში სადღესასწაულო ღონისძიებებსა თუ ჩვეულებრივ (თუ ოფიციალურ) საუბრებში რამოდენიმე საათი ერთად გაატარეს პოლიტიკურმა ოპონენტებმა - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.



მნიშვნელოვანი საერო და საეკლესიო თარიღები

calendarსახელმწიფო უქმე დღეები

1 და 2 იანვარი - ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
7 იანვარი - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
19 იანვარი - ნათლისღება;
3 მარტი - დედის დღე;
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
3-6 მაისი - სააღდგომო დღეები: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე, აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს (თარიღები გარდამავალია და იცვლება ყოველწლიურად);
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
14 ოქტომბერი - მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
23 ნოემბერი - გიორგობა.

 

2013 წლის მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური საეკლესიო თარიღები



აცივდა და თოვს საქართველოში

ზამთარი, თოვლი

7-8 იანვრიდან თანდათან გაძლიერდა ცივი ჰაერის მასების გავრცელება საქართველოში და ცალკეულ რაიონებში ნალექიც მოვიდა წვიმისა და თოვლჭყაპის სახით, მაღალმთაში კი თოვდა. დღეს, 9 იანვარს, თოვს ქვეყნის, პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე. ცივი და თოვლიანი ამინდი კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო 11 იანვრიდან, სინოპტიკოსების პროგნოზით, შედარებით გამოიდარებს, თუმცა მოკლე ვადით. შენარჩუნდება ყინვიანი ამინდები. 12 იანვარს ტემპერატურის სერიოზული დაცემაა მოსალოდნელი საქართველოს ცალკეულ რეგიონებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 12 იანვარს...



ქრისტეშობის მადლი, სითბო და სასწაული

ამაყი მთების ძირს, ველზე, თანდათანობით იღვიძებს თოვლის ფუმფულა ”ქურქში” გახვეული სოფელი.

”ესეც შობის დილა, მაგრამ, სამწუხაროდ, საჩუქრები არ იქნება”, – დანაღვლიანებული ფიქრები ამოტივტივდა გოგონას გონებიდან, ნამძინარევი თვალების გახელვისთანავე… წამოჯდა საწოლზე და მოწყენილად გაიხედა თავისი დედისაკენ, რომელსაც, ერთი შეხედვით, თითქოს, საკმაოდ მშვიდად ეძინა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით სჩანდა ასე. ”ეჰ, როგორ ხშირად ავადმყოფობს დედა, ეს ბოლო დღეები”, – გოგონას ფიქრები ისევ სევდით გაიჟღინთა, აღარაფერი ახარებს საკმაო ხანია. მისი მამა, უკვე, მრავალი წელია, რაც ოჯახს არის მოწყვეტილი და უცხო მხარეში გადახვეწილი სამუშაოს საძიებლად...



საქართველო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

 (525x700, 156Kb)დღეს, სრულიად საქართველო, მართმადიდებელი მრევლი, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს ასობით ათას ოჯახში, შობის შესახვედრად, ღამის 12 საათზე საშობაო სანთელი აინთო. შობის დღესასწაულზე, პატრიარქის კურთხევით, ეს ტრადიციად უკვე ათ წელზე მეტი ხანია რაც დამკვიდრდა და ღამით, სარკმელთან სანთლის დანთებით, მართლმადიდებელი მრევლი შობის დღესასწაულს ეგებება - "შობის ღამე დგებაო, სასწაული ხდებაო".
საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩატარდა საშობაო წირვა. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა, შეკრებილ მრევლს მიულოცა და იქადაგა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ილია მეორემ. სამების ტაძარში წაიკითხეს პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე.



კათოლიკოს-პატრიარქის იუბილე

Святейший Католикос-Патриарх всея Грузии Илия IIდღეს მთელი საქართველო უდიდესი სიხარულით აღნიშნავს და მთელი გულით ულოცავს 80 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.



საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

DSC00584 (525x700, 214Kb)
ძალზე მრავალფეროვნად და ურთიერთგანსხვავებულად აღნიშნავენ და დღესასწაულობენ ახალი წლის მოსვლას.
აშშ-ში, ნიუ-იორკის ტაიმს-სკვერზე, ქალაქის ასეულობით ათასი მაცხოვრებელი თუ ქვეყნის სტუმარი მოუთმენლად ელოდა 3-4 მეტრი დიამეტრისა და რამოდენიმე ტონის მასის მქონე, 30 ათასზე მეტი ნაირფერი ნათურით მორთული ბროლის სფეროს დაშვებას. სფერო, წინასწარი გამოთვლით, ქვემო წერტილს ზუსტად იმ დროს უნდა შეხებოდა, როცა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე დადგებოდა ახალი წელი. ამ არაჩვეულებრივ სანახაობას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და ამ ტრადიციას საფუძველი 1907 წელს ჩაეყარა.
საინტერესო საახალწლო ტრადიციებია სხვა ქვეყნებშიც:
იტალიაში, ახალი წელი, როგორც მას უწოდებენ "Capodanno" (რაც ნიშნავს "წლის თავს"), აღინიშნება საკმაოდ ორიგინალურად. ამ დღეს, იტალიელები, თავიანთი სახლებიდან ყრიან ძველ ნივთებს, ასე ვთქვათ, ყრიან მათთვის უსარგებლო საგნებს.
დიდ ბრიტანეთში, დღემდე, მძლავრადაა შენარჩუნებული ე.წ. "პირველი სტუმრის" ტრადიცია. ბრიტანელები თვლიან, რომ...



საახალწლო რიტუალები საქართველოში

2013 წლის დადგომამდე სულ ცოტა რჩება და სახალისო განწყობა უკვე პიკს აღწევს. ახალი წელი იმედის მომტანი დღესასწაულია. ამ დღეს ტრადიციულად ყველა ცდილობს  დაივიწყოს ცუდი და  იფიქროს კარგზე, რომ სიყვარული, სიხარული, ხვავი და ბარაქა დაებედოს მთელი წლის მანძილზე.



ვიზუალური ეფექტი, ფოტოშოპი თუ წარმატებული ფოტოგადაღება?

ამასწინათ, სოფელ რეხაში (წალკის რაიონი) ყოფნისას, ერთი კვიცისათვის მოვინდომე სურათის გადაღება და ნახეთ როგორი საოცარი ფოტო გამოვიდა. აბა, რას ფიქრობთ? სამფეხა კვიცი ჩანს სურათზე ხომ? თუმცაღა, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ფოტოშოპი აქ არაფერ შუაშია და კვიცის ფოტო არის ნაღდი. ისე კი, ყურადღებით დააკვირდით მეორე ფოტოს და შეაფასეთ ჩემი ფოტო-ხელოვნება;)

 



თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები: ნარიყალას ციხესიმაგრე

მრავლადაა თბილისში ადგილები, სადაც გული მიუწევს ადამიანს, სულიერად ისვენებს იქ ყოფნით და თვალიც ხარობს ამ ადგილების ნახვით. ერთ-ერთი მათგანია ნარიყალას ციხესიმაგრე. იგი განლაგებულია სოლოლაკის ბორცვზე, საიდანაც ხელისგულივით ჩანს თბილისის მრავალფეროვანი პანორამა და ეს ადგილი აღაფრთოვანებს არა თუ უცხოელებს, თბილისლებსაც კი, რომელთა თვალიც ერთგვარად შეჩვეულია ციხესიმაგრის საუცხოო ხედებს. რამდენჯერადაც არ უნდა იყო ნამყოფი ამ შესანიშნავ ადგილას, მაინც მიგიწევს გული იქით…
წელსაც, მაისის თვეში, კიდევ ერთხელ მოვინახულე ეს შესანიშნავი ადგილები და სიამაყით მევსებოდა გული, როცა ხელით ვეხებოდი მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მემკვიდრეობას… კიდევ ერთხელ მოვინახულე ნარიყალას ციხესიმაგრე, ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნის ძეგლი და ჩემთვის ვფიქრობდი: მართლაც, რომ ღვთის მადლითაა კურთხეული ჩვენი სამშობლო და რა დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი ისტორიის, ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე…
ახლაც, ვაქვეყნებ რა ამ ფოტო-ვიდეო რეპორტაჟს (14 ფოტო, 4 ვიდეო), იგივეს ვფიქრობ და მჯერა ერის სიბრძნის, საქართველოს ბედნიერი მომავლის!

 

საქართველოში ახალი ტელეარხების შექმნის იდეა-სურვილი…

დღეს საქართველო, თითქოს, არ განიცდის მედია-გამომცემლობებისა თუ ტელევიზიების ნაკლებობას, თუმცაღა, როგორც იტყვიან, ”იდეებს რა გამოლევსო” და სიახლეებსაც ყოველდღიურად თუ არა პერიოდულად, მაინც, უნდა ველოდოთ, ყველაფერს კი ბიზნესის ”ულმობელი” კანონები დაარეგულირებს…

10 წლის წინ, ინტერნეტში, მეც შევქმენი პროექტი ”INTERNETМЕДИААГЕНТСТВО “ASTRAPRESS”” (სამწუხაროდ ეს პროექტი, ამჟამად, დაკონსერვებულია…) და, მას მერე, განსაკუთრებით მაღალი ინტერესით ვარ მედიის მიმართ, სურვილი და ოცნებაც კი გამიჩნდა საქართველოში შექმნილიყო ორი, სპეციფიკური ხასიათის, ახალი ტელევიზია:
ორი, სპეციფიკური ხასიათის, ახალი ტელევიზია:
1. ”აი-ია”.  ამ არხზე, ძირითადად, სამეცნიერო და სასწავლო-აღმზრდელობითი თუ...



ფინეთის პენიტენციალური სისტემა: ბევრისთვის დაუჯერებელი რეალობა

ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი სასჯელ-აღსრულებითი სისტემა მიიღო, მემკვიდრეობით, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებმა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ისიც, თუ როგორი განუკითხაობა იყო საბჭოთა ციხეებში, თუნდაც მხედველობაში არ მივიღოთ, საბჭოური საკონცენტრაციო ბანაკები, გულაგები. თუმცაღა, დამეთანხმებით ალბათ, რომ, არანაკლებ საგანგაშო ფაქტებზე, არაერთხელ ყოფილა საუბარი ცივილიზებული ქვეყნების ციხეებთან მიმართებაშიც, მაგრამ, აქ, არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი - არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არ ტოვებს მყისიერი რეაგირების გარეში ფაქტებს, რომლებიც პირდაპირ ეხება ადამიანის უფლებებს.

2009 წელს, ევროკომისიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც შედიოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, ვიმყოფებოდით ფინეთში, სადაც, რიგი სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, მოვინახულეთ, აგრეთვე, პენიტენციალური სისტემა და, დღეს, მინდა გამოვაქვეყნო, 3 წლის წინ, ქ. ჰამეენლინას გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაღებული ფოტოები.

მე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოს საპატიმრო ადგილებში და არ შემიძლია კონკრეტულად შევადარო სიტუაცია ქვეყნებს შორის, თუმცაღა ყოველივეს, რასაც ნახავთ ქვემოთ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, მით უფრო, დაწესებულებაში არსებული ასეთი სისუფთავის, კომფორტული გარემოსა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით, ალბათ, თავისუფლად შეადარებდით სიტუაციას პოლიკლინიკაში, საბავშვო ბაღებში, სასწავლო ცენტრებში, სამუშაო თუ დასასვენებელ ადგილებში...

აქვე ყურადღება მინდა გავამახვილი იმაზე, რომ აღნიშნული დაწესებულება ფინეთში ითვლება ძველ, ჯერ კიდევ მოუწესრიგებელ, საპატიმრო ადგილად და დაგეგმილია მისი მოდერნიზება. ახლა კი ვნახოთ როგორი სიტუაცია იყო იქ წლების წინ:
1. ასე გამოიყურება ფოტოზე (იგი დაწესებულებაში კედელზე ეკიდა) საპატიმრო ადგილის მთლიანი კომპლექსი. წინასწარ რომ არ იყოს ცნობილი, თუ რა ადგილია ეს, ბევრს, ალბათ, სანატორიუმი ეგონებოდა...



პორტალ "იცი"-ს პრეზენტაცია

ინტერნეტ-სივრცეში შეიქმნა ახალი საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი "Info Center Independent" (აბრევიატურა "IcI", "იცი"). პორტალი, საკუთარი იდეებისა და პროექტების პოპულარიზებისათვის, სხვადასხვა ინტერესებისა და მიზნების ინფორმაციულ სივრცეში რეალიზებისათვის, ასევე საზოგადოების ფართო წრეების ცალკეულ საკითხებში კომპეტენტური ინფორმირებისათვის, თავისუფალ ინტერნეტ-არეს სთავაზობს, ბლოგერებს, ჟურნალისტებს, კორესპონდენტებს, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთ, სახელმწიფო ორგანიზაციებში მომუშავეებსა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
პორტალი ორენოვანია (ქართულ და რუსულ ენაზე, შემდგომში დაემატება ინგლისურენოვანი ვერსიაც) და რეგისტრირებულ მომხმარებლებს შესაბამისად აქვთ არჩევანი სხვადასხვა ენაზე თუ თემატიკურ მიმართულებაში მოახდინონ პობლიკაციების გამოქვეყნება და, შესაბამისად, პორტალის მეშვეობით, დატოვებენ თავიანთ კვალს ინტერნეტის ლაბირინთებში.
ასე, რომ მოიწონეთ ფეისბუკში ეს გვერდი, დარეგისტრირდით პორტალ "იცი"-ზე და გაამდიდრეთ მკითხველთა ცოდნა, ინტერესი და ცნობისმოყვარეობაც კი.


დღეს პორტალ "იცი"-ს პრეზენტაციაა და მისი, ერთგვარი, ნათლობა ინტერნეტ-სივრცეში



სულიერი აპოკალიფსი თუ სამყაროს ნამდვილი აღსასრული ?..

2012 წლის ბოლოს საქართველოში გოზინაყზე, ინდაურის საცივზე და თონეში შემწვარ გოჭზე უფრო აქტუალური თემა გამონახეს: დადგება თუ არა 2013 წელი, ჩაესვენება თუ არა მეხუთე მზე და ამობრწყინდება თუ არა მეექვსე მანათობელი. ბანალურია რომ ადამიანთა მოდგმის მუდმივი სატკივარი შეუცნობელის შეცნობაა, რომ ყველას უნდა იცოდეს რა ელის. ამისათვის ათას რამეს იყენებენ: კარტს, ყავის ნალექს ან თუნდაც თვითმარქვია წინასწარმეტყველებს, მაგრამ რეალურად რამდენად არის შესაძლებელი მომავლის გაგება?..  



დაანონსებული "სამყაროს აღსასრულის" მოლოდინში...

Календарь Майя
მართლაც მაგარი თავსატეხი (სახალისო თუ დასაფიქრებელი - ვის როგორ...) გაუჩინა ყველას მაიას ტომის კალენდარმა...
მართლაც, კარგა მოშორებით გადმოისროლა, ეს პროვოკაციული წინასწარმეტყველება (ბრჭყალებში უნდა იყოს, ამჯერად, ეს სიტყვა თუ მის გარეშე, გავიგებთ ხვალ... ან ვერ გავიგებთ...), იმ ხალხმა, რომელმაც თითქოს ბორბალის დანიშნულებაც კი არ იცოდა, კალენდარი კი...


აზარტიდან - გემბლინგამდე

აზარტიდან - გემბლინგამდე ზოგადად თამაში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბავშვი თამაშით ეცნობა სამყაროს, მაგრამ ალბათ როგორც ყველაფერს, თამაშსაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. ეს კი უკვე არა - საბავშვო თამაშში გამოიხატება, რომელიც სამყაროს შეცნობისკენ არ არის მიმართული და ადამიანის მშვიდ, დალაგებულ სამყაროს უქმნის საშიშროებას.



წინასაახალწლო პირველი თოვლი თბილისში

DSC00026 (525x700, 249Kb)

ამ წინასაახალწლო დღეებში, პირველი თოვლით გაახარა ბუნებამ თბილისელები, განსაკუთრებით კი პატარები. დილაუთენია, ბაშვების ჟრიამულმა და ემოციურმა ყიჟინამ გამოაღვიძა თბილისი. მართლაც დიდი სიხარული მოაქვს თბილისისათვის თოვლის მოსვლას და ეს ახარებს არა მარტო ბავშვებს...

აი ასეთი მხიარული პეიზაჟები დახატა, პირველმა თოვლმა, ზამთრის ამ ერთ ჩვეულებრივ დღეს...

 




ამაყი მთების სიძლიერე და მშვენიერება

 თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით...
წინამდებარე თემაში შევკრიბე, სხვადასხვა დროს გადაღებული, მთიანი საქართველოს სილამაზის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალები, რითაც შევეცადე მაქსიმალურად მრავალფეროვნად წარმომეჩინა ჩვენი სამშობლოს ბუნების ენითაღუწერელი მშვენიერება...

(სულ 25 ფოტოგრაფია და 10 ვიდეორგოლი)

1-2. დედამიწიდან და ზეცამდე - რომანტიზმი მთებით და ღრუბლებით...



საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური

მართლმადიდებლური საქართველო

Svetitskhoveliმრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური, ქართული ტაძრები და ეკლესია- მონასტრები, ქართველი ერის უდიდესი სიამაყეა,  იგი ოდითგანვე განაცვიფრებდა მნახველებს და ადამიანში ახდენდა სულიერ  ამაღლებას. დიდმარხვის დღეებში მინდა შემოგთავაზოთ, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძურის შესახებ მომზადებული თემა: 

საქართველოში ქრისტიანული ქადაგება, ოდითგანვე, უკავშირდება ანდრეა პირველწოდებულის სახელს, როდესაც წმინდა მოციქული, თავისი მისიონერული საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენი წელთააღრიცხვის პირველ საუკუნეში, იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში და სადაც მოიტანა ყოვლადწმინდა ღვთიშობლის ხატი. ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნეში, ვაზის ჯვრით ხელში საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო (გადმოცემით ცნობილია, რომ ლოცვების შემდეგ წმინდა ნინოს ძილში გამოეცხადა ღვთიშობელი, რომელმაც გადასცა ვაზის ჯვარი და დალოცა იგი ივერიის მიწაზე ევანგელეს საქადაგებლად) და დაიწყო ევანგელეს ქადაგება. 326 წელს ქრისტიანობა, საქართველოში, გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.

1. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, აგებული 1010-1029 წწ. ტაძარი მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა სრულიად საქართველოს მთავარ ტაძრად. იგი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში და იმყოფება UNESCO-ს დაცვის ქვეშ, ობიექტის № 708. გადმოცემით ცნობილია, რომ ტაძრის ადგილას დასვენებულია უფლის კვართი. ამ სიწმინდის გამო მცხეთა, უძველეს სატახტო ქალაქის სახელთან ერთად ატარებს ”მეორე იერუსალიმი”-ს სახელსაც. (მცხეთა)

 



მდიდრები და ცნობილები

მდიდართა ფოტოები დიდი სიმდიდრის დაგროვების ყველაზე მარტივი საშუალებაა, იარო იმათ კვალზე ვინც უკვე მდიდარი და ძლიერია, შეიტყო და გამოიყენო ის საიდუმლოებები, რომლებსაც ისინი იყენებენ თავიანთი სიმდიდრის შესაქმნელად. მდიდარი და გავლენიანი ადამიანები კი დღევანდელ მსოფლიოში მრავლად არის. თუმცა მათზე საუბრისას პირველი ვინც ნებისმიერ ჩვენთაგანს გაახსენდება, ჯონ დევიდ როკფელერია. ის იყო ერთერთი უძლიერესი მსოფლიო მაგნატი, რომლის ქონებაც მილიარდობით დოლარს ითვლის. როკფელერი პირველი ამერიკული ნავთობ-კომპანიის სტანდარტ ოილ-ის დამაარსებელი იყო  



Copyright © 2010 - ყველა უფლება დაცულია



Hosted by uCoz