ყველა პუბლიკაცია

თემატიკურ მიმართულებებში


პროექტის ხელმძღვანელობა

  Ednar Mgeladze (Edi Line)
პროექტის მენეჯერი

მირზა მგელაძე (mirza)
ადმინისტრატორი (WM)

თინათინ ჟღენტი (tiko)
მთავარი რედაქტორი


RSS(გამოწერა)

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
"იცი"


მადლი და დაფასება - ხე მარადისობისა

tree (623x700, 174Kb)

ერთფეროვანი უდაბნოს უკიდეგანო სივრცე, ბარხანები და ქვიშის ოქროსფერი ტალღები, თავისდაუნებურად, ქმნიან ერთგვარ იდილიას და, საყურადღებო არც არაფერი იქნებოდა აქ, რომ არა უდაბნოს შუაგულში ლაღად ტოტგადაშლილი ხე, რომელიც უდაბნოს, თითქოსდა, ამ სრულყოფილ იდილიას, უცერემონოდ არღვევს. ირგვლივ მხოლოდ უსიცოცხლო ქვიშა, წვეთს ვერ ნახავს კაცი წყლისას, ვერც ტენიან ადგილს, ხე კი, მაინც, ამაყად დგას, თითქოს მცველი ყოფილიყოს წმინდა ადგილისა. ცხელი მზე, მშრალი უდაბნო, ხე კი სულ იზრდება და იზრდება, განუწყვეტლივ ამოიყრის ხოლმე ახალ-ახალ კვირტებს, ახალ-ახალ ყლორტებს და, სულ უფრო და უფრო, შლის მწვანედ დაფოთლილ ტოტებს.



სერია მაკრო: ბუნების სილამაზე ციფრულ ფორმატში

სულ ვცდილობ, ხოლმე, მაქსიმალურად რეალური სახით გადავიტანო  ციფრულ ფორმატში ბუნების ზღაპრული სილამაზე და რამდენად გამომივიდა, ეს, თქვენი შესაფასებელია, ასე რომ, ნახეთ ბუნების საოცრება მაკრო-რეჟიმში გადაღებულ 30 ფოტოგრაფიაში...

 



საკალათბურთო კლუბ "რუსთავის” 22 წლიანი ისტორია და 22 ტიტული.

ორ ათეულ წელზე მეტია, რაც რუსთავში საკალათბურთო კლუბი ჩამოყალიბდა. ამ ხნის მანძილზე ბევრჯერ შეეცვალა სახელი, იყო არაერთი გამარჯვება და მუდამ ამაყობდა საკუთარი სკოლის აღზრდილი სპორტსმენების წარმატებით.
`რუსთავის” გუნდი ერთადერთია, რომელსაც საქართველოში ჩატარებულ ყველა ეროვნულ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული და ტიტულების რაოდენობის მიხედვითაც ის ნომერ პირველია.  22წლის მანძილზე ამ კლუბმა 22 ჯილდოსი და ქომაგთა დიდი სიყვარულის მოპოვება შეძლო.
იყო წარუმატებელი წლებიც, მაგრამ გუნდურობისა და ადგილობრივი სპორტსმენების ერთგულების წყალობით, ამ კლუბმა მოახერხა შეენარჩუნებინა გუნდი და ექცია რუსთავი "საკალათბურთო ქალაქად”.



წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

samebaამ საახალწლო და საშობაო დღეებში, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 35-ე და დაბადების მე-80 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მინდა შემოგთავაზოთ წმინდა სამების საკათედრო ტაძრისადმი მიძღვნილი ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა და სულიერი ამაღლების სიმბოლოა ერთდროულად. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1995 წლის 23 ნოემბერს. ტაძარში პირველი ღვთისმსახურება ჩატარდა 2002 წლის 25 დეკემბერს, ხოლო მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 2004 წელს.
განსაკუთრებულით საოცარი სილამაზისაა სამების ტაძარი ღამით...



ცივი ზამთარი და თბილი ყვავილები

მცენარეები, 

ყვავილებიზამთარი საფუძვლიანად შევიდა თავის აქტიურ ფაზაში. იანვრის თვე გამორჩეულად ცივია საქართველოში. სიცივეა ეზოსა თუ ქუჩაში, მთასა თუ ბარშიც, ცივა ზოგიერთის სახლშიც, აცივდა მთელს ჩრდილო ნახევარსფეროში... არც თუ დიდი ხნის წინ სიცივე იყო დაბუდებული ბევრის გულებშიც... სითბო კი ყველას იზიდავს, განსაკუთრებით კი ადამიანური, ერთგვარად, ჩვეულებრივი, მაგრამ ადამიანის თბილი გულიდან წამოსული...
2013 წლის საპატივცემულოდ, 13 ყვავილოვანი ფოტოთი მინდა თბილი გარემო შევუქმნა მკითხველს...
და ასეთი გარემოს შექმნა Passiflora-ს ამ უმშვენიერესი ყვავილით მინდა დავიწყო



თოვლიანი ეტიუდები: თეთრი რომანტიკა

ზამთარი, თოვლისაკმაოდ სუსხიანი და თოვლიანი იყო 2011-12 წლის ზამთრის სეზონი საქართველოში. ერთგვარი დაზამთრება ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბრის დადგომისთანავე დაიწყო და 2012 წლის მარტის შუა რიცხვებამდე შემორჩა. თუმცაღა, თოვლიანი და სუსხიანი ზამთარი, ახლა, სულ სხვა, ერთგვარად რომანტიკულ, რაკურსში მინდა შემოგთავაზოთ.



ალილო - უძველესი საშობაო ტრადიცია საქართველოში

DSC00174 (700x525, 308Kb)ალილო, უძველესი საშობაო ტრადიცია, იგი საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოს ყველა კუთხეში საშობაო მსვლელობებით აღინიშნებოდა. ამ დღეს განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა მართლმადიდებელ მრევლში. წირვის დასრულების შემდეგ, მგალობლები ჩამოივლიდნენ უბან-უბან, ჩერდებოდნენ თითოული ჭიშკრის წინ და ყველას სიმღერით ულოცავდნენ ქრისტეშობას:



Vanilla Cage: მომხიბლავი გოგონები მძიმე როკში

Vanilla Cageმიმდინარე წლის პირველ მაისს ვიყავი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა, მოულიდნელად, შემომესმა სასიამოვნო რიტმული მელოდიები. გავიხედე და დავინახე დრამერები, რომლებიც ამ საოცარი მუსიკალური რიტმით კვეთდნენ რუსთაველის გამზირს და მიემართებოდდნენ ქვემოთ, 9 აპრილის პარკის მიდამოებისკენ. დავინტერესდი და გავყევი მეც. სკვერში, ქაშუეთის ეკლესიის ქვემოთ (სადაც მიხაი ზიჩის სკულპტურა დგას) დავინახე შეჯგუფებული ხალხი. მივედი ახლოს და ვხედავ აპარატურას ამზადებენ, ხოლო რამოდენიმე წუთში გამოჩდნენ უმშვენიერესი გოგონების ჯგუფი “Vanilla Cage”. პირადად მე არ მინახავს ქართველი გოგონების მიერ შესრულებული ასეთი შესანიშნავი შესრულება, მით უმეტეს მძიმე როკში. მთელი გულითა და ემოციებით, უდიდესი გრძნობით და სიყვარულით სრულდებოდა ყოველი მუსიკალური ნომერი. შესრულდა მრავალი ჰიტი სხვადასხვა ლეგენდარული ჯგუფების რეპერტუარიდან – Led Zeppelin, Withesnake და სხვა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ გოგონები განსაკუთრებით ნიჭიერები არიან და, ამასთან, თავიანთ მომხიბვლელობას, ისინი, არასოდეს კარგავენ, მათ შორის, არც მძიმე როკში.
თქვენს წინაშეა ჯგუფი “Vanilla Cage” სხვადასხვა რაკურსით:

ადამიანური ღირებულებები და ცივილიზებული სამყაროს პრიორიტეტები

12062009085 (700x525, 317Kb)

მართლაც, ბევრი რამ საინტერესო მახსენდება, 3 წლის გასვლის შემდეგაც, როცა ვიმყოფებოდი მივლინებით ფინეთში. პირველი, რაც თვალშისაცემია, ეს უაღრესად კეთილგანყობილი ხალხი და მშვიდი გარემო, იქ საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს პრაქტიკულად ყველა, როგორც ადგილობრივები, ასევე ქვეყანაში დროებით ჩასულები. ერთი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი ჰელსინკსა და ფინეთის სხვა ადგილებში და, ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დავინახე, იქ, პოლიციის მანქანა. არ ვამტკიცებ, რომ ფინეთში ყველაფერი იდეალურადაა და არ ხდება დანაშაულები, თუმცაღა ქვეყანაში საკმაოდ მაღალ დონეზეა დაყენებული დანაშაულის პრევენციის სისტემა და მაქსიმალურადაა შესწავლული კრიმინალური რისკის საკითხები. როგორც აგვიხსნეს...



სოფლის ჩანახატები: ალპური ზონის ბუნება მაკრო ფორმატში

წინა პუბლიკაციაში, “სოფლის ჩანახატები: მრავალფეროვანი, ზღაპრული და მდიდარი ბუნება რეხაში“, ფოტოების მეშვეობით წარმოდგენილი იყო ს. რეხის (წალკის რ-ნი) ალპური ზონის მცენარეული სამყაროს ენით აუწერელი სილამაზე, ახლა კი ვცდილობ აღგაფრთოვანოთ ამ კუთხის ბუნების მაკრო რეჟიმში გადაღებული ფოტოებით. ისე, რეალურად ნანახი გაცილებით და შეუდარებლად შთამბეჭდავია, გარწმუნებთ:)

1. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვარჩევდი სათანადო რაკურს, რათა მაქსიმალურად ეფექტური გამოსულიყო პეპლისა და ყვავილის სიყვარულის ისტორია:)

 



სოფლის ჩანახატები: მრავალფეროვანი, ზღაპრული და მდიდარი ბუნება რეხაში

DSC00556 (700x525, 387Kb)ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ვიმყოფებოდი სოფლის ზღაპრულ გარემოცვაში, ერთგვარად მონუსხული ს. რეხის (წალკის რაიონი) ენითაუწერელი სილამაზის მქონე მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებისგან. დარწმუნებული ვარ საკმაოდ ადვილად გაიგებთ ჩემს ასეთ აღფრთოვანებას, როცა ნახავთ ამ სოფლის ფოტოებს:

1. ამ ჩანჩქერს ყოველთვის რომანტიკული განწყობილება აქვს, რაც ძალზე გადამდებად მოქმედებს მათზეც, ვინც მას მიუახლოვდება



დღევანდელობის უმთავრესი შეკითხვა: რა სურს კაცობრიობას?

სულ ცოტა ხნის წინ წავიკითხე ერთი პუბლიკაცია სადაც ერთგვარი (თუ თავისებური) ხედვით იყო დასაბუთებული, თუ როგორ შეიძლება იყოს ასტრონომია და, საერთოდ, მეცნიერება ევოლუციის წინააღმდეგ და უცებ გამიჩნდა მრავალი შეკითხვა, აი ადრესატის დასახელება კი გამიჭირდებოდა – თუ ვინ შეიძლება მას უპასუხოს. საერთოდ კი ამ სტატიაში საკმაოდ მრავლად შემხვდა უზუსტობები და ტერმინოლოგიური შეცდომებიც კი, მიუხედავად ამისა, მაინც, ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა აღნიშნული პუბლიკაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების შეფასებისას, მაგრამ…
მაგრამ, მე სულ სხვა რამეზე გავამახვილებდი, ამჟამად, ყურადღებას და, შესაძლოა, ჩემი მოსაზრება პირდაპირ არც კი უკავშირდებოდეს აღნიშნულ პუბლიკაციას, მაინც შევეცდები მოვახდინო ყურადღების გამახვილება საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემაზე, მით უფრო რომ, არც თუ ისე იშვიათად მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, მავანნი, გამიზნულად ახდენენ მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირებას. დღევანდელი გადასახედიდან...



ფულის შოვნა ინტერნეტით

ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ იშოვოთ მინიმუმ 10$ დღეში სულ რაღაც 5-6 წუთი მუშაობით,

თუ დაგაინტერესათ სიახლემ წაიკითხეთ სრულად და მიყევით ინსტრუქციას

 

 



2012 წელს საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მესუთ იოზილი, გულშემატკივრების ვერსიით 2012 წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად დასახელდა.



2012 წლის საფეხბურთო გუნდი გაზეთ "L’Equipe"–ს მიხედვით

ფრანგულმა გაზეთმა "L’Equipe"–მა 2012 წლის გუნდი გამოაქვეყნა, სადაც "ბარსელონას" ოთხი მოთამაშე მოხვდა: ჟორდი ალბა, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ლეო მესი.



ამოუცნობი მფრინავი ობიექტები

ცოტა ხნის წინ ვათვალიერებდი YouTube - ს და წავაწყდი ერთ - ერთ საინტერესო ვიდეოს კოსმოსის შესახებ... ვიდეოში შესულია ამერიკის საიდუმლო მასალები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ...
ვისაც გაინტერესებთ ნახეთ...

 



უფასო ჰოსტინგი

Web Hostingჩემი აზრით ყველაზე კარგი უფასო ჰოსტინგია... მეორადი დომენითაც .. აქვს საშუალება მიიბას თქვენი (სხვა) დომენი ns1 და  ns2  ასევე  "A" DNS record,  ასევე აქვს Website Builder რითაც შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი საიტი ისე რომ საერთოდ არ დაგჭიდეთ ამისთვის სპეციალყრი განათლება.. მუშაობს ნებისმიერ ძრავზე



DLE 9.x კატეგორიების ავტომატური დამატება

თუ იყენებთ DLE ძრავს და გსურთ რომ სამართავი პანელიდან კატეგორიის შექმნის შემდეგ ის ავტომატურად იქნას დამატებული  კატეგორიებში მთავარ გვერდზე, მიჰყევით ინსტრუქციას...



Copyright © 2010 - ყველა უფლება დაცულია



Hosted by uCoz